ვქმნით ვებგვერდებს მცირე ბიზნესისა და სტარტაპებისთვის

დიზაინი, დეველოპმენტი, სისწრაფე და უსაფრთხოება ერთი გუნდისგან. თქვენი საიტი სწრაფად იხსნება, დაცულია და მომხმარებლებს აჩვენებს, რატომ ღირს სწორედ თქვენი არჩევა.

საიტები, რომლებიც ბიზნესის ძლიერ მხარეებს წარმოაჩენს

ჯერ ვეცნობით თქვენს პროდუქტს, გუნდსა და გარემოს, შემდეგ კი ვქმნით საიტს, რომელიც ამ ყველაფერს მომხმარებელს სწორად წარუდგენს.

ბოლო პროექტი

სხვა პროექტები

სამი რამ, რასაც კარგად ვაკეთებთ

შეგვიკვეთეთ ერთი მათგანი ან სამივე ერთად. ჩვენ მიერ შექმნილ ყველა საიტში დანარჩენი ორიც შედის.

  • დიზაინი და დეველოპმენტი

    თქვენს ბიზნესზე მორგებული დიზაინი და მართვის პანელი, საიდანაც საიტს თავად განაახლებთ.

  • სისწრაფე

    თქვენს საიტს ვაჩქარებთ, რომ სუსტ მობილურ ინტერნეტზეც სწრაფად გაიხსნას.

  • უსაფრთხოება და აუდიტი

    ვამოწმებთ თქვენს საიტს და გეტყვით, რა უნდა გამოსწორდეს პირველ რიგში. სურვილის შემთხვევაში, თავადაც გამოვასწორებთ.

როგორ ვმუშაობთ

  1. 01

    პროექტის ფორმა

    დაახლოებით 5 წუთი
  2. 02

    გეგმა და ფასი

    3 სამუშაო დღეში
  3. 03

    დიზაინი

    1–2 კვირა
  4. 04

    დეველოპმენტი და ტესტირება

    2–4 კვირა
  5. 05

    გაშვება და გადაცემა

    დაახლოებით 1 კვირა

კითხვა-პასუხი

შევძლებთ საიტის თავად რედაქტირებას?

დიახ. თუ ინფორმაცია ხშირად იცვლება, საიტს მარტივი მართვის პანელი ექნება პროდუქციის, სიახლეების, გუნდის თუ სხვა მონაცემების განსაახლებლად. ტექნიკური ცოდნა არ დაგჭირდებათ.

საიტი უკვე გვაქვს. თავიდან უნდა დავიწყოთ?

აუცილებელი არ არის. შეგვიძლია არსებული საიტი შევამოწმოთ და დავაჩქაროთ. თუ ახლის გაკეთება ჯობს, ინფორმაციას გადმოვიტანთ და ძველ ბმულებს ახალ გვერდებზე გადავამისამართებთ, რომ Google-ში პოზიციები არ დაკარგოთ.

სად განთავსდება საიტი?

სადაც თქვენთვის მოსახერხებელია. საიტი მზა გვერდებისგან შედგება, ამიტომ თითქმის ნებისმიერ ჰოსტინგზე იმუშავებს და მისი ონლაინ შენარჩუნება იაფი დაგიჯდებათ. ჰოსტინგის მოწყობაშიც დაგეხმარებით.

თქვენი ახალი საიტი

მზად ხართ საიტისთვის, რომელიც კლიენტებს მოგიყვანთ?

ხუთწუთიან პროექტის ფორმაში გვითხარით, საით მიდის თქვენი ბიზნესი, ჩვენ კი გამოგიგზავნით წერილობით გეგმასა და მკაფიო ფასს. ყოველგვარი ზეწოლისა და ვალდებულების გარეშე.